ღარიბაშვილმა “გირჩს” სექტა უწოდა და ქვეყნის ძირგამმომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა

0
460

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას თავისი პირველი მუქარა უკვე გააჟღერა. ღარიბაშვილმა პარტია გირჩი სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „გირჩის“ მიერ გაცემული მღვდელთმსახურის მოწობები, რომელიც ახალგაზრდებს, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურება არ უნდათ, მის გადავადებაში ეხმარება, მომავალი თაობის დეგრადაციას იწვევს:

„ის რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა არის კატასტროფა ჩვენი ერის, მე ვგულისხმობ ჩვენი ოპონენტების „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფელირებული წევრების ე.წ „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია, ჩვენი მომავლი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის ძირგამმომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მე ამაზე მჯერა რომ ვიმუშავებ თქვენთან ერთად, ეს იქნება ერთერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ ეს საკითხი იქნას დარეგულირებული.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

წინა სტატია“ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიციის გაერთიანება იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა”- სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია,,გირჩი” და „ასავალ-დასავალში“ გახვეული ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური