მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში განხილვის პროცესს...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებენ

Published on

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის პროცესი მიმდინარეობს , 8 სექტემბერს კი ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრაც იგეგმება.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში განხილვის პროცესს ფარსს უწოდებენ და ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიცია არ ესწრება დღევანდელ საკომიტეტო მოსმენასაც, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა სამთავრობო პროგრამა უნდა წარადგინოს 

“კომიტეტის სხდომები დაიწყო რეგლამენტის დარღვევით. არიან ადამიანები ვისაც სურთ დაესწრონ სხდომებს, რადგან ეს საჯარო მოვლენაა. დღეს პარლამენტის შენობა ჩაიკეტა მოქალაქეთათვის. ეს არის შეშინებული ხალხი. ამიტომ, ჩვენ რუტინულ რეჟიმში არ ვაპირებთ განხილვების წარმოებას. რა სინდისით მოდის ზალკალიანი აქ ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, როცა ვხედავთ რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გრძელდება პარლამენტის შენობასთან, არ გვაქვს უფლება რუტინულ რეჟიმში გაგრძელდეს მოსმენები”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა

სხდომას არ ესწრება ,,ევროპული საქართველოც”. როგორც სერგი კაპანაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პარტია არ აპირებს რაიმე მონაწილეობა მიიღოს გახარიას ე.წ “ახალი მთავრობის” სამთავრობო პროგრამის განხილვაში იმიტომ, რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის.

,,ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით. რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ხედვა და არანაირი პრობლემის გადაჭრის ახალი გზები მათ მიერ შემოთავაზებული არ არის . ამიტომ ჩვენ ამ კომიტეტებს არ დავესწრებით და არც არანაირ კითხვას არ დავუსვამთ არც საგარეო საქმეთა მინისტრს და არც სხვა რომელიმე მინისტრს”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...