ვატო წერეთლის პასუხი ხელისუფლების მორიგ შეტევაზე: „ტვ პირველი”მაინც არ გაითიშება“:

0
475

კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ „ტვ პირველი“ ეთერში ფილმების გაშვების გამო 23 ათასით დააჯარიმა.

როგორც „კომუნიკაციების კომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნთქვამი, ,,კომისიამ ტელეკომპანია პირველი ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა. კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა.

2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონდარღვევის გამო, კომისიამ „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილა, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% – 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრა.“- ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება“:

„ჯერ იყო კიბერშეტევით „ტვ პირველის“ ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო.

ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!“- წერს ვატო წერეთელი ფეისბუკზე

წინა სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება აღარაა კანონიერი და ის მოძალადე უზურპატორის რეჟიმად იქცა – საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას
შემდეგი სტატიაპოლიტიკური კლოუნები საქართველოს ხელისუფლებაში, რუსი ტაკიმასხარა ქართულ სცენაზე – მაქსიმ გალკინიღა გვაკლდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური