მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის პირველი სკოლის ჭიშკარზე მახათები ჩამოკიდეს

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის პირველი სკოლის ჭიშკარზე მახათები ჩამოკიდეს

Published on

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტების მიერ ძეგლებზე ოკუპაციის ლენტების შემოხვევამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი დატოვა. „ვინც ეს მოიფიქრა მაგათ თავში ჩამახედა,მახათები აჩუქეთ ასეთ ხალხს“. პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ამ კომენტარმა სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია.

„ჩვენ გვესმის აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც სკოლის დირექტორი, თავის აზრს გამოხატავს აგრესიული ენით, მაშინ როცა ამ ქალბატონს ასობით ბავშვზე ეკისრება პასუხისმგებლობა, მისი აგრესია არის პრობლემა და ცხადია ეს ქალბატონი მიიღებდა პასუხს, ვიმედოვნებთ, რომ ქალბატონი ნინო გაიაზრებს ამ ყველაფერს. აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ, გუშინდელ რეაქციებს, რომელიც გამოიწვია ზუგდიდში თითქმის ყველა ძეგლის თვალის ახვევამ. ცოტა წარმოუდგენელია რომ ვიღაცებისთვის ოკუპაციის გაპროტესტება, ასოცირდება შეურაცხყოფასთან. ეს ადამიანები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მათ სურდათ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო, ასე რომ დიახ ეს ადამიანები დღეს ცოცხლები რომ იყვნენ ერთად ვიდგებოდით, ერთად ვიბრძოლებდით და ერთად არ შევეგუებოდით რუსულ ოკუპაციას.“,-უთხრა “ოდიშინიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ განაცხადა,რომ მას ახალგაზრდებთან მიმართებაში არაფერი შეშლია და არც ეშლება.“„არანაირი აგრესია არ იკითხებოდა იმ კომენტარში. ჩამახედა მაგათ თავშითქო, მახათებია დასარიგებელი-თქო. არანაირად არ იყო აგრესიით დაწერილი. ნამდვილად არ უნდა ჩამოეკიდათ მახათები სკოლის ჭიშკართან, ამ შემთხვევაში. სოციალურ ქსელში მე წარმოვადგენ ნინო გოგინავას და როცა მინდა, რომ დირექტორის სტატუსით წარვდგე, არც ის მეშლება. ძეგლების ასეთი ხელყოფა, უბრალოდ უხერხულია. ეს არის უგულვებელყოფა მათი უფლების. აი ეს გამოვხატე, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, თორემ ახალგაზრდები რას გააპროტესტებენ ეს მათი უფლებაა“, – ამბობს გოგინავა. ჭიშკარზე ჩამოკიდებული მახათები მოგვიანებით პედაგოგემა ჩამოხსნეს.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...