მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, გამოვიდეს ქალბატონი სალომე და გვითხრას, ვისი დირექტივით შეიწყალა...

,, გამოვიდეს ქალბატონი სალომე და გვითხრას, ვისი დირექტივით შეიწყალა პოლიციელის მკვლელი”, – საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან”

Published on

ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობსა, ოპოზიცია და საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტეტსებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, თუ ვისი დავალებით მოხდა ამ პირის შეწყალება და რა მოტივით. აქციის წევრები ათონელზე პრეზიდენტის მისვლას ელოდებიან.


„ პირველი პირისგან, უფრო სწორად ადამიანისგან, რომელიც ერთი წლის წინ ივანიშვილმა დაუნიშნა ამ ქვეყანას პრეზიდენტად. შეწყალების აქტი, რომელიც გულისხმობდა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის 3 წლის შემდეგ გარეთ გამოშვებას, არის აღმაშფოთებელი და ანტისახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ ის შეურაცხყოფს იმ პოლიციელს, რომელიც შეეწირა სამართლიანობისთვის ბრძოლას და იმ პოლიციელებსაც, რომლებიც დღეს პატიოსნად ასრულებენ თავის მოვალეობას. იმ ფონზე როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დაკავებულია იმისთვის, რომ გავრილოვის ღამეს საქართველოს სიყვარულით გამოვიდა გარეთ და პოლიციასთან ძიძგილაობისთვის შვიდწლიანი პატიმრობისთვის ემუქრებიან, აღმოჩნდა რომ პოლიციელის მკვლელობა თურმე არაფერი არ ღირს.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავდებული პირის გათავისუფლება, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის კრიმინალებთან დადებულ შეთანხმებას უკავშირდება. უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არჩვენებს კრიმინალების დახმარებით ატარებს და მისი მთავარი მოკავშირე კრიმინალები არიან და ვადლებულები არიან რომ კრიმინალებს „კოჭი გაუგორონ“.

„სირცხვილია, გახარია როგორ უნდა გველაპარაკებოდეს პოლიციელის მუნდირის დაცვაზე, როდესაც პოლიციელის მკვლელის ციხიდან გამოშვებაზე ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ მოვითხოვთ, გამობრძანდეს ქალბატონი სალომე და გვითხრას ვისი დავალებით ან რეკომენდაციით შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ვისგან მიიღო დირექტივა.“- განაცხადა უდუამაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...