19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახი ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში გამაფრთხილებელ აქციას მართავს [Video]

0
3639

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, 2016 წელს  გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახმა და ახლობლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ სამი წლის შემდეგაც ექსპერტიზის კონრეტულ პასუხს ელოდებიან. პრეტენზიები აქვს მისი შვილის მკურნალ ექიმთან, მაია ჯალაღონიასთან.ირინე წურწუმია ამბობს, რომ დღემდე არ აქვს პასუხი ოჯახს, თუ რა დიაგნოზით გარდაიცვალა მათი შვილი.მათ არ სჯერათ იმის შესახებ, რომ პრევმონიის დაავადება გახდა სიკვდილის მიზეზი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება ექიმს, მაია ჯალაღონია ჰოსპიტალში აგრძელებს მუშაობას.

19 წლის შოთიკო ცირგაია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 2016 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 2017 წლის აპრილშიც გამართა ოჯახმა აქცია, მაშინ საავადმყოფოში „ოდიშინიუსს“ უთხრეს, რომ  ცირგაიას  გართულებული კრუპოზული პნევმონია დაუდგინდა და შესაბამისი მკურნალობაც ჩაუტარდა. საავადმყოფოში განმეორებით მოხვედრის შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა სამკურნალო პროცედურებზე უარი განაცხადა, რის გამოც მისი გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო, თუმცა შოთიკო ცირგაია გზაში გარდაიცვალა.

წინა სტატია,,ქვეყანაში ვიღაც უაზროდ მდიდარი კაცი ისე ნიშნავს და აპანღურებს პრემიერებს, როგორც თავად სურს”
შემდეგი სტატიაკომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3 ლარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური