მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველოს მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება - ივანიშვილს ხალხის აზრი...

,,საქართველოს მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება – ივანიშვილს ხალხის აზრი ფეხებზე ჰკიდია”

Published on

არსებული ინფორმაციით, დღეს ბიძინა ივანიშვილი მომავალ პრემიერს დაასახელებს, ყოველ შემთხვევაში ბახტაძის საკითხი გადაწყვეტილია.

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი სადღაც მართალია, როცა ამბობს, რომ გავრილოვის ღამემ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე”. თუმცა სხვა დანარჩენი, რასაც იგი ქართული ოცნების მონანიებაზე და პასუხისმგებლობაზეამბობს შორს არის სიმართლისაგან : ,, ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი საქციელი და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ქართულმა ოცნებამ”.

რა პასუხიმგებლობაზე საუბარი, როცა გავრილოვის ღამის მთავარი ფიგურა გახარია არათუ თანამდებობიდან გადაყენების და მით უფრო გასამართლების ობიექტად, არამედ ქვეყნის პრემიერ მონისტრის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა ბიბილაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, გახარია-ღარიბაშვილის დანიშვნა მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხის აზრი ფეხებზე ჰკიდია.


“მე მომწონს გახარიას გაპრემიერება. სრული სიცხადე შექვს სურათში: ბახტაძის პირობებში, სერიოზულად არავინ გველაპარაკებოდა, მაგრამ არსებობდა ილუზია, რომ კომიკური, მაგრამ უწყინარი – რუსეთთან “ფრთხილად მოლავირე” – ხელისუფლება გვყავდა. გახარია-ღარიბაშვილის დანიშვნა განაცხადია, რომ: (ა) ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი (არათუ არ გადააყენა, აწინაურებს); (ბ) მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება, ძალადობისა და გაყალბების დიდი გამოცდილებით; და (გ) შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება – “ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება” – წერს ბიბილაშვილი

თუ ეს [გახარიას გაპრემიერება] მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არის გამწვავება ვითარების, ეს არის დიდი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, ჩემი აზრით, მოემსახურება ივანიშვილის ილუზიას, რომ ძალის დემონსტრირებას მოახდენს, რაც მას ვერ იხსნის საარჩევნო თვალსაზრისით, მაგრამ გვიბიძგებს კიდევ ერთი ნაბიჯით სახიფათო რადიკალიზაციის და დაძაბულობის ზღვრისკენ. – აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ხმებზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიამ შეიძლება პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავოს. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...