მთავარიUncategorized,,მეგრული ლექსით'' ... პოეზიის საღამო ზუგდიდში

,,მეგრული ლექსით” … პოეზიის საღამო ზუგდიდში

Published on

29 აგვისტოს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ორგანიზებით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართა მეგრული პოეზიის საღამო – ,,მეგრული ლექსით” …

ღონისძიება ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრის ირაკლი კეკუტიას ნახატების გამოფენით გაიხსნა ,

საღამოს უძღვებოდა პოეტი ლაშა გვასალია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია. საღამოზე პოეტებმა : გიორგი სიჭინავამ,გური ოტობაიამ , კოტე ნაჭყებიამ, ლია ნაროუშვილმა, გია ჯიჭონაიამ, გოგი შონიამ, ნანა კვაშილავამ, შუკო ჯიქიამ, შოთა წურწუმიამ, ივეტა წითაშვილმა, მალხაზ გრიგოლიამ, ლიონი ფიფიამ, ედემ იზორიამ, ოთარ აძინბაიამ წაიკითხეს საკუთარი ლექსები

ასევე ახალგაზრდებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. მეგრულ ენაზე საღამოს მონაწილებს სიმბოლურად გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული ბლოკნოტები

.ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა , კულტურის განყოფილების წარმომადგენლები , სასულიერო პირები, ახალგაზრდა პოეტები და მოწვეული სტუმრები

.საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ანსამბლი ჩელა. ტოგორც საღამოს ორგანიზატოფრებმა განაცხადეს, მეგრული პოეზიის „მეგრული ლექსით … „ მიზანია მეგრული ენის, პოეზიის, კულტურის, იმ პოეტების პოპულარიზაცია,რომლებიც წერენ მეგრულ ენაზე.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...