ფლორიდას ქარიშხალი ,, დორიანი” უახლოვდება. ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა და პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

0
656

მეტეოროლოგების განცხადებით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „დორიანი” უახლოვდება. მათი პროგნოზებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარიშხალი იქნება. ,,დორიანი” რამდენიმე დღის წინ კუნძულ პუერტო-რიკოზე მძვინვარებდა და მნიშვნელოვნად დააზარალა, ახლა კი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება და სავარაუდოდ იქ 1-ელ სექტემბერს მიაღწევს. „დორიანის“ სიჩქარე დაახლოებით 210 კმ/სთ იქნება.

ქარიშხალ “დორიანის” გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა.

„როგორც ჩანს, ეს შესაძლოა, აბსოლუტური მონსტრი იყოს. როგორც ჩანს, დაუჯერებლად მაღალი სიჩქარის ქარი გველოდება,“ – განაცხადა ტრამპა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ ვიდეოში და აღნიშნა, რომ ფლორიდაში წყალი და საკვები გაგზავნილია.

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა ჯერ 26 ოლქში, მოგვიანებით კი მთელ შტატში გამოაცხადა, აღნიშნა, რომ ფლორიდელები ამ ქარიშხალს სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ქარიშხალი „დორიანი“ ნელა მოძრაობს და ძალას იკრებს. დროა, მოვემზადოთ და გეგმა დავსახოთ“, – წერს დესანტისი „ტვიტერში“.

შტატის ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქვიშიანი ტომრების გამზადება დღეიდან დაიწყონ.

წინა სტატიაკულუარული ინფორმაციით, ორშაბათს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება – გიორგი გახარია
შემდეგი სტატია“პოლიციის საგუშაგოს ადგილას ძვირფასი ქვის საბადოა”- სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. საბაჟო სამსახურის რუსი გენერალი დიმიტრი კოზაევი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური