მეორადი ჩარიცხვები არ იქნება – ზღვარგადალახული აბიტურიენტების 2% უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა

0
789

 ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2019 წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განმარტებით, არსებობს აბიტურიენტების დაახლოებით 2%, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. “ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა იყო მაღალი კონკურსი და გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს იმის შესახებ, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ აერჩიათ პროგრამები, როგორ ჩანს მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტული პროგრამაზე სურდათ სწავლის გაგრძელება, რის შედეგადაც მოხდა ისე რომ ისინი ვერსად ვერ ჩაირიცხნენ”,- აღნიშნა სოფო გორგოძემ. კითხვის საპასუხოდ – იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – საგამოცდო ცენტრში განმარტეს, იმის გამო რომ მეორადი ჩარიცხვები აღარ არსებობს, ეს აბიტურიენტები უმაღლესი სასწავლებლის მიღმა აღმოჩნდნენ.

წინა სტატიადე ფაქტო „საგარეო უწყება“ – კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას
შემდეგი სტატია„დედა, გაასაჯაროვე ეს წერილი…მხოლოდ 2 დღე მაქვს”- 25 წლის ზუგდიდელი პატიმრის წერილი დედას [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური