მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ზელიმხან, ჩვენო გმირო! ვინც არ უნდა ყოფილიყო თქვენი იმედით და რწმენით სავსე...

,,ზელიმხან, ჩვენო გმირო! ვინც არ უნდა ყოფილიყო თქვენი იმედით და რწმენით სავსე სიცოცხლის შემწყვეტი გ უ შ ი ნ ის აუცილებლად დამარცხდება და დაისჯება ხ ვ ა ლ” – სანდრა რულოვსი

Published on

ზელიმხან ხანგოშვილს პანკისში დღეს დაკრძალავენ 

ის საქართველოში გვიან ღამით ჩამოასვენეს. 

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში მოკლეს, როცა იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მკვლელი მას ველოსიპედით წამოეწია თავში ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა.  მკვლელობის იარაღი “გლოკ 26” მაყუჩიანი იყო. 

პოლიციამ დააკავა 49 წლის რუსი პირი, ასევე ამოიღო მისი პისტოლეტი და ველოსიპედი, რომელთა მოცილებასაც მკვლელი ცდილობდა, თუმცა ვერ მოასწრო. 

ზელიმხან ხანგოშვილი ამ ეტაპზე უკანასკნელი მსხვერპლია კრემლის და/ან რუსული სპეცსამსახურების თავდამსხმებისა, რომელთა სამიზნეებიც ჩეჩენი პირები არიან. 

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო.

2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვეილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა. 

საქართველოს საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების ნაწილის დამოკიდებულება ხანგოშვილისადმი პატივისცემით არის სავსე იმის გამო, რომ იგი რუსული იმპერიული ინტერესების ძლერი მოწინაარმდეგე იყო საქართველოსა და ჩეჩნეთში.

ზელინმხან ხანგოშვილის მკვლელობას ოჯახისადმი სამძიმრის წერილით გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

,, ზელიმხან ხანგოშვილი რომელზეც დიდი ხანია ნადირობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ბერლინში მოკლეს.
ის იყო ვაჟკაცი კაცი და საქართველოს და ჩეჩნეთის პატრიოტი, რომელიც ჯერ 2015 წელს თბილისში სასწაულად გადარჩა, 4 ტყვიის მოხვედრის შემდეგ და ამის მერე ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო. ბერლინში მისი რუსეთიდან გამოგზავნილი მკვლელი ეგრევე დააკავეს ხოლო მასზე თავდასხმა თბილისში დღემდე გაუხსნელია.
მე სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს! ” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე

,,ზელიმხან, ჩვენო გმირო!

ვინც არ უნდა ყოფილიყო თქვენი იმედით და რწმენით სავსე სიცოცხლის შემწყვეტი გ უ შ ი ნ, 
ის აუცილებლად დამარცხდება და დაისჯება ხ ვ ა ლ
რადგან ასე შექმნა მაღალმა ღმერთმა ეს სამყარო …..

ნათელი და სანთელი მის უკვდავ სულს” – ასე ემშვიდობება ზელიმხან ხანგოშვილს ელისაბედ სანდრა რულოვსი/

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...