ანაკლიაში, ფესტივალი Echowaves-სი დასრულდა [Video]

0
599

ანაკლიაში, ფესტივალი Echowaves-სი დასრულდა. მეოთხე დღეს მსმენლის წინაშე ჰედლაინერები- ეიჩ ვი ოუ ბი, კლეპტონი, ვრილი და დაქს ჯეი წარსდგნენ. ფესტივალი Echowaves-ი საქართველოში, EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორედ გაიმართა. საქართველოში მას Check in Georgia წარმოადგენს. 22 დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური მედიის წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარ მიზანს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ქვეყანაში ტურიზმის, რეგიონში კი ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს ანაკლიის ფესტივალს 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები. როგორი შედეგებით დასრულდა წლევანდელი ფესტივალი, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ.

წინა სტატიაბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში დასრულდა [Video]
შემდეგი სტატიაზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური