საქართველოს ეკლესია ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევის თარიღს აღნიშნავს

0
466

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრად სწორედ 25 აგვისტოს აკურთხეს. მან პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა.

“დღევანდელ კვირას დაემთხვა ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევის თარიღი და მინდა მივულოცო მას. მადლობა მინდა ვუთხრა მთელი მისი ღვაწლისთვის. მისი მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში, საქართველოს ეკლესიაში”,- აღნიშნა მეუფე შიომ.

წინა სტატიასამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიამულახის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური