მთავარისიახლეებისამართალითამარ ჩუგოშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ...

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული

Published on

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს, – საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილი  პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას პოზიციას გამოეხმაურა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ისაუბრებს, რადგან გამოძიების დეტალები არ იცის.

„თავად პროკურატურამ უნდა ისაუბროს იმ არგუმენტებზე, რაც მან მოიყვანა. მხოლოდ შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა – როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს ძალიან სამწუხაროა და პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მოლოდინებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო. ის აპირებს, პროკურატურის გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს, შემდგომ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...