მთავარისიახლეებისამართალიია კერზაიას საქმეზე მტკიცებულებები განადგურდა. ბაჩანა შენგელია სტრასბურგს მიმართავს

ია კერზაიას საქმეზე მტკიცებულებები განადგურდა. ბაჩანა შენგელია სტრასბურგს მიმართავს

Published on

ია კერზაიას საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო, პროკურატურის გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებ და შემდეგ სტრასბურგს მივმართავ,- ასე ეხმაურება ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტის შესახებ.

როგორც შენგელია აცხადებს, ია კერზაიას გიორგი გახარიას საქმეზე მტკიცებულებები განადგურდა. ასევე, ბაჩანა შენგელია ვარაუდობს, რომ საქმის დახურვა შს მინისტრ გიორგი გახარიას  პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

„როგორც ეს გადაწყვეტილება, ასევე მთლიანად პროცესი იყო პოლიტიკური და არ ხდებოდა სამართლებრივად საკითხების შეფასება. როგორც ჩანს, დღეს მათ არ სურთ გამოუძიებელი საქმე იყო გახარიას კისერზე რაიმე ფორმით. ვფიქრობ, ზუსტად ამას უკავშირდება დღევანდელი განცხადება. მათ სურთ რაც შეიძლება ნაკლები ხმაური მოჰყვეს ამ ყველაფერს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმას, აპრილში, როცა საქმეს გავეცანი, უკვე ცხადი იყო ამ საქმის გამოუძიებლობა, ყველა მტკიცებულება და საპროცესო მოქმედება არასწორად იყო გაკეთებული, დაგვიანებით იყო ვიდეოკადრები ამოღებული, განადგურებული იყო მტკიცებულებები. ისე დაასრულეს საქმის გამოძიება, რომ მიხეილ ბატიაშვილი საერთოდ არ დაკითხეს, მიხ ასევე არ დაუკითხავთ გიორგი გახარია, რომელმაც დავალება გასცა. მთელი ეს პროცესი პოლიტიკური იყო და ფორმალურად აწარმოებდნენ ისინი გამოძიებას. მე აქ ყველა ინსტანცია ამოწურული უნდა მქონდეს, ამიტომ, ვაპირებ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო. შემდეგ კი, სტრასბურგისთვის ვამზადებ ამ საქმეს. რაც მთავარია, ეს იყო ადგილის მოსუფთავება გიორგი გახარიასთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, დააწინაურებენ და არ უნდა ჰქონდეს გამოუძიებელი საქმე“,- განაცხადა შენგელიამ.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...