მთავარისიახლეებისაზოგადოებამგზავრებისთვის მოულოდნელი და ასევე უკმაყოფილების მიზეზი აღმოჩნდა ხუთი ლარით გაძვირებული ბილეთის შეძენა...

მგზავრებისთვის მოულოდნელი და ასევე უკმაყოფილების მიზეზი აღმოჩნდა ხუთი ლარით გაძვირებული ბილეთის შეძენა [Video]

Published on

დღეს ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მისულ მგზავრებს თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსის ბილეთის შეძენა 15 ლარის ნაცვლად 20 ლარად მოუწიათ. მძღოლებს რამდენიმე არგუმენტი მოყავთ თუ რატომ გააძვირეს მგზავრობის ღირებულება. მათი თქმით, ბოლო დღეებში საწვავზე ფასები დაახლოებით 20 თეთრით არის გაზრდილი და შესაბამისად ბილეთის ფასის ღირებულების გაზრდა გახდა საჭირო. მგზავრობის ღირებულების გაძვირების გარდა, მძღოლები ავტონაწილებზეც გაზრდილი ფასების გამოც ჩივიან. მგზავრებისთვის მოულოდნელი და ასევე უკმაყოფილების მიზეზი აღმოჩნდა ხუთი ლარით გაძვირებული ბილეთის შეძენა, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში განმარტეს, ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ლარი გაუფასურდა და მგზავრობის ღირებულების გაზრდაც გარდაუვალი იყო. სამარშუტო ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ თუ საწვავის ფასი არ დარეგულირდა და უფრო გაიზარდა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ მგზავრობის ტარიფმა კიდევ მოიმატოს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...