მთავარიUncategorizedლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ზუგდიდში ხელმოწერები გროვდება

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ზუგდიდში ხელმოწერები გროვდება [Video]

Published on

დღეს დილიდან ბულვარის ტერიტორიაზე ხელმოწერები გროვდება ლგბტ თემის უფლებების დაცვის საფარქვეშ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აღკვეთაზე. ხელმოწრების შემგროვებელი პირები ამბობენ, რომ მათ ეს დავალება ეკლესიისგან მიიღეს. ისინი მოითხოვენ საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას ტერმინები „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“, „სექსუალური  ორიენტაცია.“ სოდომია ანუ ლგბტ  არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და უნდა აიკრძალოს მისი გასაჯაროება ნებისმიერი ფორმით.  „ოდიშინიუსი“ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას დაუკავშირდა. ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არ იციან თუ რა ხელმოწერებზეა საუბარი და ვინ აგროვებს მას. შეგახსენებთ, რომ ამ პეტიციაზე ხელმოწრები 20 ივლისს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძრის ეზოში  გაიმართა. ხელმოწერებს საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის”  აგროვებდა ლევან ვასაძის ორგანიზებით, რომელიც მოგვიანებით ჩამოვიდა და იმ დღეს ტაძრის ეზოში გაშლილ 150 კაციან ტრაპეზს შეუერთდა, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა ზუგდიდელმა ბიზნესმენმა გიორგი ბერიშვილმა დააფინანსა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...