მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილს ჰგონია ტვ პირველის ოკუპაციის გზა ავთანდილ წერეთელის დევნაზე გადის

ივანიშვილს ჰგონია ტვ პირველის ოკუპაციის გზა ავთანდილ წერეთელის დევნაზე გადის

Published on

“ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! ტვ პირველს ვერ წაიღებთ!” – წერს წერეთელი.

“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში. ასე ეხმაურება. ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მისი მამისთვის ავთანდილ წერეთლისათვის ბრალის წარდგენას.

მისივე თქმით, ავთანდილ წერეთელი, რომელიც პროკურატურამ დღეს 18 საათზე დაიბარა დაკითხვაზე, ამჟამად საქართველოში არ არის და 29 აგვისტოს, დაბრუნებისთანავე მივა პროკურატურაში.

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, – “ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები” .

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი დღეს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. უწყებაში ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გამოცხადდა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...