მთავარიUncategorizedაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

Published on

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე “ბორდერიზაციის” პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

“შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა საქართველოს ტერიტორიაზე ღობის დამონტაჟება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან,” – განაცხადა მან.

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ინფორმაციით, ოტრაგუსმა ასევე დასძინა, რომ “ბორდერიზაციის” პროცესი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას, მათ აშორებს საკუთარ ნაკვეთებს, ოჯახებს, შემოსავლის წყაროს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.”

“ჩვენ მოვითხოვთ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად,” – აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...