მთავარისიახლეებისამართალირუხში 64,195 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

რუხში 64,195 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

Published on

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის და 72 ბოთლი ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

სიახლეები

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...

რუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა – კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის გამოსვლა იალტის კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ "რუსეთი...

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...