მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პეტიციაზე ხელმოწერებს დღეს ზუგდიდში აგროვებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პეტიციაზე ხელმოწერებს დღეს ზუგდიდში აგროვებს [Video]

Published on

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მათი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მაჩალიკაშვილების ოჯახი პეტიციაზე ხელმოწერებს დღეს ზუგდიდში აგროვებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუძიებია მისი შვილის მკვლელობის საქმე და ის ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება თემირლანის საქმე გამოიძიოს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანეს. იგივე მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...