მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ"- ელიზაბედ რუთი გუგუტიანთკარის მოვლენებზე

,,მე ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ”- ელიზაბედ რუთი გუგუტიანთკარის მოვლენებზე [Video]

Published on

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას აცხადებს,რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია გაერთიანება. ,,მე ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ და მის მოსაგვარებლად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბედ რუთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან: ” ,,ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეწუხებულია იმით, რომ სოფელ ბუბუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეჩერდეს ეს პროცესი, ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები,”- აღნიშნა მან.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კომენტარი ზუდიდში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე გააკეთა.


სიახლეები

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ “ლიბერთის” გაყიდვა უნდა

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილს ადასტურებს. როგორც ბანკის მეწილემ BM.ge-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს...

“არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის დევნის აქტს” – არასამთავრობოები “ოცნების” ახალ კანონპროექტზე

"ქართველი ხალხის დევნის აქტი" - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი "ოცნების" პარლამენტის მიერ შემუშავებულ მორიგ...

საბა სორდია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს – საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს...

პრეზიდენტი ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი...