მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა...

საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი – TI [Video]

Published on

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ქონების 100% -ით სახელმწიფო მფლობელობაში არსებობა თვითმმართველობების ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფომ ვალდებულება არ შეასრულა და ვადებიც გასულია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს 2017 წლის 1- ელ იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობისთვის წარედგინათ, თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ შეუსრულებიათ”- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პრობლემებია დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც, 87 დაცული ტერიტორიიდან შემოსული თანხის 100% მთლიანად ცენტარლურ ხელისუფლებაში მიდის და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არაფერი რჩებათ.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ  დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი, რაც საშუალებას მისცემს თვითმმართველობებს, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხარისხი.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...