მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფლებში მიწის დაკანონების პრობლემაზე დღეს საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს

სოფლებში მიწის დაკანონების პრობლემაზე დღეს საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი მიწების დაკანონებას ითხოვს, ამის შესახებ დღეს მაჟორიტარ დეპუტატთან  შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ გოგოძემ განაცხადა. მისი თქმით, მიწები თვითნებურად არის მიტაცებული და მათი დაკანონება ვერ ხერდხდება, რადგან ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს:

„არის მიწები სოფლებში, რომელიც იმყოფება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და აუთვისებელია, არის მიტაცებული თვითნებურად, სადაც ითესება ერთწლიანი კულტურები. ეს ხალხი ითხოვს ამ მიწების დაკანონებას, რაც საუკეთესო გამოსავალია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები ამუშავდეს, მაგ: მოცვის პროგრამა, დანერგე მომავალი და სხვა. პრობლემა ისაა, რომ თვითმმართველობას ამ მიწების განკარგვის უფლება არა აქვს, გამომდინარე აქედან ამ პროგრამების ამუშავება არის შეუძლებელი.“- განაცხადა გოგოძემ. დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ კი აღნიშნა,  რომ საკითხის გარშემო საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებენ.

“ამ შემთხვევაში არის ინდივიდუალური ქეისები, სადაც ვეცდებით მოვნახოთ ის გარემოებები, თუ რა აფერხებს ამ მიწების გადაცემას მოსახლეობისთვის და შევეცდებით, გადაეცეს საკუთრებაში მათ ეს ტერიტორია”, – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

საუბარია რამდენიმე ასეულ ჰექტარ მიწაზე, რომლითაც სოფლებში მოსახლეობა წლებია სარგებლობს, თუმცა მათი დაკანონება ვერ ხერხდება. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოს წევრებთან შეხვედრა დღეს გამართა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...