მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის მზადება მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის მზადება მიმდინარეობს [Video]

Published on

22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩავთვლით  განმუხურში ფესტივალი Echowaves გაიმართება. ამ ეტაპზე ფესტივალის ჩასატარებელი სამუშაოები მიმდინარეობს.ორგანიზატორების თქმით, ECHOWAVES EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოში კი ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს CHECK-IN-GEORGIA წარმოადგენს. რაც შეეხება ფესტივალის წლევანდელ სრულ ლაინ აფს, ანაკლიაში მსმენელს შეუძლია როგორც უცხოელ, ასევე ქართველ არტისტებსაც მოუსმინოს.

სიახლე იქნება წელს სცენების თვალსაზრისითაც. ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სთეიჯი შეემატა.

სინEchowaves -ზე წელსაც კარვების ქალაქი იმუშავებს. ტერიტორია განთავსებულია სარეგისტრაციო ცენტრიდან 500 მეტრის დაშორებით. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ფესტივალის ვებ გვერდზე-http://bit.ly/EchowavesTickets.

წელსაც იმუშავებს ე.წ. CASHLESS სისტემა, რაც იმას ნიშნავს რომ ფესტივალის ვიზიტორებს გადახდა მხოლოდ სპეციალური სამაჯურებით შეეძლებათ. ეს სიახლე საქართველოში სწორედ ECHOWAVES-მა დანერგა.

წელს ფესტივალი კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო, შარშან ფესტივალს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ორგანიზატორების წელსაც არანაკლებ რაოდენობას ელოდებიან.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...