მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე"- ანა ნაცვლიშვილი ნიკა მელიას საქმეზე სკანდალურ განცხადებას...

“შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე”- ანა ნაცვლიშვილი ნიკა მელიას საქმეზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

Published on

პარლამენტისთვის მიწერილ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობის გაცემას სთხოვდა, დასასაბუთებლად მოყვანილია შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, – ამის შესახებ იურისტი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში, რომელიც ჯერ პარლამენტის კომიტეტმა განიხილა და შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავიდა, სერიოზული ლაფსუსებია დაშვებული. იურისტი ასევე ეჭვს გამოთქვამს, რომ სხვა გახმაურებულ საქმეებშიც, რომლებიც სამართლებრივად მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, შესაძლოა, ყველაფერი წესრიგში არ იყოს.

„კვლევით პროექტში ვმონაწილეობ და ამ დღეებში დამჭირდა წამეკითხა გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალური წერილი, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს  დაპატიმრების თანხმობა (20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით). თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: – დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება – იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და რომლის სახელიც ასე ჟღერს: კონტრადა იტალიის წინააღმდეგ) – მითითებული ერთ-ერთი საქმე (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ) საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს -პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს (ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას) – დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია. ეს მხოლოდ წმინდად სამართლებრივ ნაწილზე მოგახსენეთ, უფრო დიდ სურათსაც ვხედავ ძალიან ნათლად, ამაზე მოგვიანებით.

არ ჩამიხედავს სხვა გახმაურებული საქმეების დოკუმენტაციაში, მაგრამ ამის მერე როგორი დასაჯერებელია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, რომელიც სამართლებრივად გაცილებით მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, წესრიგია? როგორი დასაჯერებელია ყველა ამ პერიოდში და ადრე დაწყებულ გამოძიებებში სხვა საქმეებზე, რომ სამართლებრივად სწორი ანალიზი და დასკვნებია გაკეთებული? როგორი დასაჯერებელია, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი დასაბუთებულია? ამის მერე აღარ მიკვირს ვატო წერეთლისთვის სასამართლოდან გაგზავნილი მესიჯის შინაარსი და ფორმა! დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული, ჯერ კომიტეტმა განიხილა, მერე პლენარულ სხდომაზე გავიდა – დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ? სირცხვილია”, – წერს ნაცვლიშვილი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...