მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის...

ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა

Published on

ნიკა გვარამიას საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქმის, 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. გირაოს გადასახდელად გვარამიას ერთთვიანი ვადა აქვს, თუმცა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის. 

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე აეკრძალა. მოსამართლის აზრით, არსებობს საფრთხე რომ ნიკა გვარამიამ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, გადაიხდის თუ არა დაკისრებულ გირაოს.

„საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ ნიკა გვარამიას აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე“, – აღინიშნა მოსამართლემ.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...