ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გაასაჩივრებს

0
570

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ასევე, “რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.

გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში მაინც გაასაჩივრებს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ, მაგრამ იქ ვინ დახვდება, ვინმე ისეთი განსაკუთრებული თუ რა, სასამართლო ჩვენ ხომ არ გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე აეკრძალა. მოსამართლის აზრით, არსებობს საფრთხე, რომ ნიკა გვარამიამ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა. მოსამართლისვე თქმით, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, გადაიხდის თუ არა დაკისრებულ გირაოს.

წინა სტატიანიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა
შემდეგი სტატია“სირცხვილია”, – გეგა შენგელიას და გიორგი გახარიას ფოტოთი მოსაცდელებზე სტიკერები გააკრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური