მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური მოყვა საკითხს სხდომაზე, რომელიც 2007 წელს მოქალაქისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნეაბს...

ხმაური მოყვა საკითხს სხდომაზე, რომელიც 2007 წელს მოქალაქისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნეაბს ეხებოდა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე დაპირისპირება მოყვა საკითხს, რომელიც მოქალაქისთვის კანონიერი საკუთრების დაბრუნებას ეხება. საუბარია ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა 89-ში (ყოფილი სასუმრო „ოდიშის“ შენობა)  მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული ფართის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე,   რათა საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ კანონიერ მესაკუთრეს, მოქალაქე ვლადიმერ აბსანძეს დაუბრუნდეს. საკრებულოს სხდომაზე პროკურატურის მიერ გაგზავნილი წერილი წაიკითხა ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ, როგორც წერილშია აღნიშნული აბსანძე  პროკურატურამ დაზარალებულად ცნო წერილის შესაბამისად, და მას 2007 წელს უკანონოდ წართმეული ფართი უნდა დაუბრუნდეს. ირაკლი ლაგვილავამ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი უკანონო ქმედებები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა როლანდ ახალაია იყო პროკურორი, რასაც მოყვა „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას მხრიდან შეპასუხება. დეპუტატის თქმით, ის ხმას აძლევს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, თუმცა შელიას თქმით, პათოსი, რითაც საუბრობს უმრავლესობის დეპუტატი ამ საკითხზე მისთვის მიუღებელია, რადგან დღეს დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა არ არსებობს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...