„მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“- რუხის ციხეზე ბანერი გადმოფინეს [Video]

0
1143

„მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“- ამ წარწერით სამოქალაქო აქტივისტებმა რუხის ციხეზე ბანერი გადმოფინეს. ეს არის პოეტ ნიკა ლაშხიას ლექსიდან ნაწყვეტი, რომელიც მან აგვისტოს მოვლენებს მიუძღვნა. „ სამწუხაროდ აზრთა სხვადასხვაობაა დღემდე და მავნებლები არიან ადამიანები, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. რეალობა ის არის, რომ დღესაც გადმოსწიეს საოკუპაციო საზღვარი და მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი. ჩვენ ისევ იმას ვამტკიცებთ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური განწყობა უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა პოეტმა ნიკა ლასხიამ, რომელიც აქციაში მონაწილეობდა.

აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი როსტომ ზარანდია, მისი თქმით, “საუკუნეებია ომში ვართ და ბოლო ამბიდან 11 წელი გავიდა და დღემდე ვერ გარკვეულა ერი, რუსეთია ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ ჩვენ. ვერაფერი ვისწავლეთ.”

აქცია სიმბოლურად ე.წ აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან გაიმართა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2008 წელს დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა. აგვისტოს ომში 4 ზუგდიდელი ჯარისკაცი დაიღუპა.

წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის ახალი უფროსის პოსტს მალხაზ თორია დაიკავებს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შერულებისკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური