მთავარისიახლეებისაზოგადოება"გახარია წადი" სტენსილის გაკვრისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ მერიაში განცხადება შეიტანა

“გახარია წადი” სტენსილის გაკვრისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ მერიაში განცხადება შეიტანა [Video]

Published on

“გახარია წადი” სტენსილის დახატვისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შეიტანა. სიჭინავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ის მუხლი დაარღვიეს, რითაც მას აქვს ბრალი წაყენებული: ” როგორც მე დამაჯარიმა გიორგი გვილავამ, ზუსტად ისე უნდა დაჯარმდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებიც, რადგან იმათაც დაარღვიეს 150-ე მუხლის მეორე ნაწილი, თუ წარწერის გაკეთება დანაშაულია, მისი გადაღებვა და ნახატის დატოვებაც დანაშაულია”- აღნიშნა მარიამ სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდების ჯგუფი 2 დღის წინ ზუგდიდში “გახარია წადი” წარწერით სტენსილებს აკრავდა, რა დროსაც მოხდა ერთ-ერთი მონაწილის მარიამ სიჭინავათვის ოქმის გამოწერა. სიჭინავას ადმინიდსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...