მთავარისიახლეებისაზოგადოებააგვისტოს ომში დაღუპული სერგეი გოროზიას დედისთვის მემორიალი მიუღებელია

აგვისტოს ომში დაღუპული სერგეი გოროზიას დედისთვის მემორიალი მიუღებელია [Video]

Published on

ზუგდიდის სკეიტ-პარკში, 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნაზე, სადაც გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი დაღუპული კაპრალის, სერგეი გოროზიას დედამ საყვედური გამოთქვა. მზია გოროზიამ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც მისთვის მემორიალი მიუღებელია. პირველი, ეს არის, მისი თქმით, ბეტონის კონსტრუქცია, შემდეგ ჩექმები, რომელიც ამ ბიჭებს არ ეცვათ და სამხრეები, რომელიც არ აქვს საველე ქართულ ფორმას და ასევე არც ის იაღარი ეჭირათ, რომელიც მემორიალზეა დატანილი. მზია გოროზიას თქმით, ეს არის სამამულო ომის გმირთა მემორიალი და არა აგვისტოს ომში დაღუპულთა სიმბოლური ძეგლი.”თანამედროვე ძეგლები სხვანაირად კეთდება, სირცხვილი მერიას, მე უნდა ვასწავლო როგორ უნდა გაკეთდეს? თუ არ გასწორდება ესენი, მაშინ ჩემი შვილის სახელი აქ არ დაეწერება. ჩვენი შვილები იმსახურებდნენ უკეთესს, ჩვენ გაჩუქეთ მათი სახელები”- განაცხადა მზია გოროზიამ.

რაც შეეხება ზუგდიდის მერიას, აცხადებენ, რომ ტექნიკური დეტალები გათვალისწინებული იქნება, თუმცა მთლიანად მის შეცვლაზე საუბარი არ არის. “რა თქმა უნდა ეს ქალბატონი ჩართული იყო სამუშაო პროცესში, რასაც ის ამბობს, საუბარია ტექმიკურ დეტალებზე და ეს იქნება რა თქმა უნდა გათვალისწინებული, ხოლო საუბარი იმაზე, რომ ეს არის ქვა, არასწორია, რადგან ეს არის სპეციალური მასალა- კონგლომერატი.ქანდაკება წარმოადგენს სამგანზომილებიან კომპოზიციას,სადაც გამოსახულია სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების სილუეტები.სიმბოლურად წარმოდგენილია, ამ ომში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 4 ჯარისკაცის ფიგურა, მათ ხელში უჭირავთ საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ქვეყნის ძლიერების და თავისუფლების სიმბოლო. კომპოზიის მეორე მხარეს გამოსახულია ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მემომრები, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, მარადიული ბრძოლის სიმბოლოები.”- განაცხადა მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...