მთავარისიახლეებისაზოგადოებამეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ქიმიური მინარევებისგან სუფთა, ბიო ჩაის გატანას გეგმავენ

მეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ქიმიური მინარევებისგან სუფთა, ბიო ჩაის გატანას გეგმავენ [Video]

Published on

წალენჯიხის სოფელ ეწერში ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე ფიქრობენ.
მეწარმე ალბერტ გელოვანი ჩაის სამეგრელოში 20 წელზე მეტია აწარმოებს.ყოველ სეზონზე პლანტაციაში 30-მდე ადგილობრივი მოსახლე მუშაობს. როგორც დასაქმებულები ამბობენ, დღეში 50-მდე კილოგრამ ჩაის კრეფენ. აგრონომი ანზორ ფიფია ამბობს, რომ სამეგრელოს კლიმატური პირობები ჩაის კულტურისთვის იდეალურია და ერთ დროს რეგიონში ერთერთმა წამყვანმა შემოსავლის წყარომ თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ჩაის ყველაზე დიდი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთში იწარმოება. როგორც ალბერტ გელოვანი ამბობს, მათი ჩაი საქართველოში კარგად იყიდება, თუმცა მიზანი აქვს, რაც შეიძლება მალე გავიდეს ევროპის ბაზარზე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ჩაის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა.2018 წელს ქვეყნიდან 3,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2017 წელს კი,  ექსპორტი 2,4 მილიონი დოლარი იყო. საქართველოში წარმოებული ჩაი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში გადის, შემდეგ კი გერმანიაში, ასევე მონღოლეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ერაყში, აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში. ევროკავშირში რეალიზებული ჩაის საშუალო ფასი 20 ევროა, მწვანე ჩაის კი 54, თუმცა გარკვეული მახასიათებლების მქონე ეკოლოგიურად სუფთა ჩაის ღირებულება 100 ევროს ბევრად აღემატება. საშუალო ხარისხის ჩაის ფასი 10-დან 20 ევრომდეა, დაბალი ხარისხის ჩაის ფასი კი 10 ევრო. რაც შეეხება რუსეთს, საქსტატის მონაცემებით, საექსპორტო ფასი იმდენად დაბალია, რომ საქართველოდან ჩაის ექსპორტიორი ქვეყნების ღირებულების მიხედვით ათეულშიც ვერ ხვდება.
სურსათის უვნებლობასთან და ხარისხთან დაკავშირებით ევროპის ბაზრის მოთხოვნები მკაცრია. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებულია კანონმდებლობაში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სურსათის უვნებლობა, ნარჩენების მაქსიმალური დასაშვები დონე, დამაბინძურებელი ნაერთები, სამომხმარებლო მარკირება და გამხსნელები.ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ერთერთი მთავარი მოთხოვნაა, პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთა იყოს. ამისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა და სერთიფიკატის მიღებაა საჭირო.

მეწარმე გელა დარგოდაშვილმა მარტვილში ჩაის გაველურებული პლანტაციები აღადგინა და უნდა ექსპორტზე ქიმიური მინარევებისგან სუფთა, ბიო ჩაი გაიტანოს.

ოფიციალური მონაცემებით ამჯერად ჩაის პლანტაციები შემორჩენილია 19 ათას ჰექტარ ფართობზე, აქედან კი მხოლოდ 2 ათას 600 ჰექტარია ექსპლოატაციაში. 2015 წელს საქართველომ მხოლოდ 2100 ტონა ჩაის წარმოება შეძლო. 2016 წელს კი ეს მაჩვენებლი გაიზარდა და ქვეყანამ 3ათასი ტონა ჩაის ფოთოლი აწარმოა. ჩაის მწარმოებლებს იმედი აქვთ, რომ ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრება მათ ახალი ბაზრის ათვისებაში შეუწყობს ხელს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...