მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახათისა და აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატები სანიაღვრე არხების გაწმენდას და საკანალიზაციო სისტემის მოგვარებას...

კახათისა და აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატები სანიაღვრე არხების გაწმენდას და საკანალიზაციო სისტემის მოგვარებას ითხოვენ [Video]

Published on

კახათის მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაკეთებას ითხოვს.ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა მებონიამ ისაუბრა, მისი თქმით, აუცილებელია სოფლებს სათანადო ყურადღება მიექცეს. ,,სოფელში არ არის საკანალიზაციო სისტემა, სანიაღვრე არხები და როცა წვიმაა,იტბორება ეზოები და ფეკალური მასები ჩაედინება მდინარეში. მე დავიწყე შეხვედრები მოსახლეობასთან 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაზე და შევაჩერე, რადგან ვთვლი, რომ არის პრობლემები და საკითხები, რომელიც აუცილებელია მოისმინოს თვითმმართველობის წარმომადგენელმა,, – განაცხადა მანანა მებონიამ. მსგავსი პრობლემის შესახებ ისაუბრა ძველი აბასთუმნის მაჟორიტარმა ედიტა კოდუამ. მისი თქმით, წლებია უშედეგოდ ითხოვენ სანიაღვრე არხების გაწმენდას.,,რამდენჯერ დავწერეთ განცხადება მაგრამ უშედეგოდ.აუცილებელია ყველა კომპანიის გაკონტროლება, ვინც სამუშაოებს აწარმოებს სოფელში. რადგან გაზიფიცირების სამუშაოებისას გადათხრილი ქუჩები ისე დატოვეს და სწორედ ამიტომ შეგვექმნა პრობლემა,, – განაცხადა დეპუტატმა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, შეუძლებელია ერთდროულად ყველა პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი პროექტი ხორციელდება ქალაქში და ეტაპობრივად მოხდება სოფლებშიც გასვლა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...