მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა, ერთ-ერთის პოსტი დავით ფარცვანიამ დაიკავა...

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა, ერთ-ერთის პოსტი დავით ფარცვანიამ დაიკავა [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მაოდგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე დავით ფარცვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინა. ფარცვანიამ ამ თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია შეცვალა. ჯიქიასთან ერთად თანამდებობა კიდევ ერთმა მოადგილე კობა ქანთარიამ დატოვა. დავით ფარცვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრია, ის სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე სხავდასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში. რწმუნებულის მოადგილედ მისი წინამორბედი ირაკლი ჯიქია თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოდან, კობა ქანთარია კი 2014 წლიდან მუშაობდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა ერთდროულად ორი მოადგილის მიერ თანამდებობების დატოვება და იყო თუ არა ზეწოლა მათზე, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუზველზე დატოვა.

რაც შეეხება კობა ქანთარიას თანამდებობას, ის ამ ეტაპზე ვაკანტურია. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, კადრების დანიშვნა წამყვან თანამდებობებზე პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ხდება. გუბერნატორმა არ დააკონკრეტა თუ ვინ შეცვლის კობა ქანთარიას და როდის მოხდება მისი წარდგენა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...