მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია – უნდა შეიქმნას რაღაც ახალი”

Published on

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ამ დრისათვის შექნილი სიტუაციის ცალკეულ საკითხებს ეხმაურება:

,,ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია ‘’

,, სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის. თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს – რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი.

თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლოს ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამიaნებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან “პარტაქტივი”, ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები.

მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ კამათს ყოველთვის მოვასწრებთ იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს.

ყველაფერი კარგად იქნება.ძალა ერთობაშია!წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 
29 ივლისი, 2019

,,ის კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც იყო, არამედ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი”

ყველა ის ერთუჯრედიანი, რომელიც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ამბობს “ისიც და ისიც ერთნარია”, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც იყო, არამედ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი. ეს მომავალი ძალიან მალე მოვა. ახლა ჩვენ ხელების ჩამოშვება კი არ გვჭირდება, რისი იმედიც მაქვს, არამედ მუდმივად უნდა გვყავდეს ის პრესინგის ქვეშ, მუდმივად უნდა ვურტყამდეთ, მუდმივად უნდა ვუქმნიდეთ პრობლემებს ყველა მხრიდანმესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

,,ირაკლი ოქრუაშვილთან მე ყოველთვის რთული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა”

ირაკლი ოქრუაშვილთან მე ყოველთვის რთული ურთიერთობა მქონდა, ძალიან დიდი ხანია. ის გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მისაცემად, მისი პირადი განწყობების გამო, მაგრამ ახლა ის არის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლი და აქამდე, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...