მთავარისიახლეებისაზოგადოება„ანაკლიის კონსორციუმს" სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივდა

„ანაკლიის კონსორციუმს” სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივდა

Published on

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივა – ახალი თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

სააგენტომ გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო – კერძოდ, კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ” ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გაითვალისწინა კონსორციუმის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, ასევე ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა და საჭიროება და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის ვადის გახანგრძლივებით კიდევ ერთხელ გადადგა პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის საჭირო ნაბიჯი” – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...