მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ,ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო...

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ,ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო დარღვევები”- კურტ ვოლკერი

Published on

თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს და ეს ჯერ ისევ სათუოა და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია იქნება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს,- ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ, სადაც არჩევნები ასე თუ ისე წარმატებულად ტარდებოდა, ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო დარღვევები. მათ ახლა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა – ისინი ახლახანს გადავიდნენ პროპორციულ წარმომადგენლობაზე და აუცილებელია, სწორი მიმართულებით წავიდნენ წინ და უზრუნველყონ, რომ ამ [საპარლამენტო არჩევნებზე] შესაძლებლობას გამოიყენებენ. თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს და ეს ჯერ ისევ სათუოა და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია იქნება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს“, – განაცხადა „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა.

მისივე თქმით, ქართველებს უნდა მიეცეთ ისეთ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრების შანსი, როგორც სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრობენ.

„ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისში – არა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ. ჩვენ ეს, ნატომ, მაშინ შევძელით როცა გარემოებები რთული და საფრთხის შემცველი იყო, ჩვენ ეს მაშინ გავაკეთეთ და სირთულეებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამას ახლა ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ღირებულებების ერთგული და ვეცადოთ გავაერთიანოთ ევროპა მათ გარშემო“, – განაცხადა ვოლკერმა.

სიახლეები

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...