მთავარისიახლეებისამართალი„თუ ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ...

„თუ ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს” – ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

Published on

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით, 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებებს შორის, რომელიც ბრალდებას აქვს, მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო და სამართალდამცველების ჩვენებებია.

ჭაბაშვილი ამბობს, რომ ამ მტკიცებულებებით, არ დასტურდება ძალადობისკენ მოწოდება

,, ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს შორის ზოგიერთმა დაიწყო ძალადობა და მათ შორის, იყო ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც, თითქოს, მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რაზეც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი.

იქ არანაირი მოწოდება ოქრუაშვილის მხრიდან არ ყოფილა.. სულ ცოტა 10-მდე მოწმე მაინც გვყავს, რომელიც იმ საღამოს მასთან ერთად დილამდე იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში და ამ პოლიციელებს შემდგომ შერცხვებათ,“ – ამბობს ადვოკატი ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, ოქრუაშვილმა გუშინ ციხიდან წერილი გამოაგზავნა.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც “რუსთავი 2-ს” და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩუმებს.“ – წერია ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილში

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...