შთანთქავს თუ არა რუსთავი 2 – ს ბერმუდის სამკუთხედი ,,ივანიშვილი – ხალვაში – დვალი” და რა წინააღმდეგობას გასწევს ციხის ოთხკუთხედი, სადაც ოპოზიციონერებს ამწესებენ?

0
1126

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და პოზიციები გაიმყარა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით თავისი პოზიცია შეიცვალა. 

კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იყვნენ. ამის შესახებ ვრცლად დავით დვალმა პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

შესაბამისი კითხვა მას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “შენების” მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, დაუსვა. 

“ივანიშვილს ბოლოს 2012 წლის დასაწყისში შევხვდი, ანუ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, როდესაც მივიღე წინადადება, მეხელმძღვანელა მე-9 არხისთვის. მაშინ ვერ შევთანხმდით და იმის მერე არანაირი კონტაქტი არასდროს არ მქონია ივანიშვილთან. შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთერთ პირველ პრესკონფერენციაზე რომ გამოაცხადა, რომ რუსთავი 2 დვალს და აქიმიძეს ეკუთვნისო და, ფაქტობრივად, ამით ისე გამოვიდა, რომ პროკურატურას მუშაობაზე მწვანე აუნთო და ზუსტად ეგ იყო, ინტენსიურად რომ იმუშავა რამდენიმე თვე პროკურატურამ.

მერე ფორმატი რატომ შეიცვალა, მე ჩემი ვერსიები მაქვს, რა თქმა უნდა. მგონია, რომ რაღაცნაირად ხელისუფლება გაიმაგრა, პოზიციები გაიმყარა და გაჩნდა ის კითხვა, რომ კი მაგრამ რატომ ვიღაც დვალს და აქიმიძეს და არა, ვთქვათ ჩემი კონტროლის ქვეშ? მე მგონი, ეს პროცესი იყო, როდესაც ალტერნატივად უცბად ქიბარ ხალვაში გაჩნდა თავისი სასამართლო დავით,”- ყვება დავით დვალი. 

დვალისვე თქმით, ამის მეტი კომუნიკაცია მას ივანიშვილთან ან მის რომელიმე შუამავალთან არ ჰქონია. 

“თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას ქიბარ ხალვაშისგან” – ამის შესახებ რუსთავი ორის დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. დვალის თქმით, ისინი “ერთი ადამიანის კეთილი ნების, სიტყვის თუ დაპირების ამარა” არიან დარჩენილები, რადგან პროკურატურამ და ხელისუფლებამ რუსთავი ორის დამფუძნებლებს ბრძოლის სამართლებრივი ბერკეტი დააკარგინა.

დავით დვალის თქმით, ის და ჯარჯი აქიმიძე პაატა სალიას შეხვდნენ, თუმცა, ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით არ უნახავთ. 

“მოგეხსენებათ, ქიბარ ხალვაშმა გარკვეული დროის წინ საქვეყნოდ თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში დაგვითმობდა წილს და ჩვენც კვლავ დავიბრუნებთ რუსთავი 2-ს. ეს დაპირება არ დაკონკრეტებულა იმის შემდეგ. ჩვენ არ გვქონია შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან. გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა პაატა სალიასთან, რომელიც ჩვენ უფრო მივიღეთ როგორც შესამზადებელი შეხვედრისთვის. სავარაუდოდ, ჩვენ შევხვდებით ქიბარ ხალვაშს და ვილაპარაკებთ ამ თემაზე. . ჩვენთვის ძალიან ძნელია ვთქვათ, ხალვაშთან შეხვედრაზე რა მოხდება. ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ, როცა შეხვედრა გვექნება ქიბარ ხალვაშთან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. გვაქვს მკაფიო წითელი ხაზი, რომლის იქით ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას, ეს არ იქნება არც ფინანსური კომპენსაცია და არც არაფერი. უბრალოდ, ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ რუსთავი ორის სვლა სწორი მიმართულებით ან ჩვენ ჩავთვლით, რომ რუსთავი ორი კიდევ ერთხელ წაგვართვეს. კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და სამწუხაროდ, ისევ ქიბარ ხალვაშის ხელით” – თქვა დავით დვალმა.

წინა სტატიამამუკა ხაზარაძემ ანაკლიის კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძეს რომ უსმინო, ანტიოსაოკუპაციო აქციამდე ერთი ლარი 3 დოლარი ღირებულა და კურსის ვარდნა მიხეილ სააკაშვილისა და მაკო გომურის ბრალია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური