მთავარიUncategorizedფრენების ვაუჩერს არ შეგთავაზებთ - რუსული პასუხი ივანიშვილის სახელმწიფოს გულუხვობაზე თავისი მოსახლეობის...

ფრენების ვაუჩერს არ შეგთავაზებთ – რუსული პასუხი ივანიშვილის სახელმწიფოს გულუხვობაზე თავისი მოსახლეობის ხარჯზე

Published on

რუსეთის ტურინდუსტრიის პრესმდივანმა ირინა ტურინამ განაცხადა, რომ რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ, რადგან “არსებობს რეკომენდაციები, რომ საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ”. 

“რუსულ ტუროპერატორებს ურჩევნიათ, რომ საქართველოში ტურები არ გასცენ.​ ეგვიპტესთან ისტორით ვიცით, რომ ტურბიზნესს ამ ქვეყანაში პირდაპირი რეისების გარეშე ტურების გაყიდვის საშუალებას მესამე ქვეყნის გავლითაც კი არ აძლევდნენ, მაგალითად, სტამბოლიდან ან ბელორუსიიდანაც კი – ამ შემთხვევაში, ტურისტები უცხოური ავიახაზებითიმგზავრებდნენ, რომლებსაც აკრძალვა არ შეეხებოდათ”, – აღნიშნა სააგენტოს თანამომხსენებელმა.

მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ეს ვარიანტი დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის შესაფერისი აღმოჩნდეს, რომლებიც საქართველოში ჩასვლას ერევნის გავლით გადაწყვეტენ. მისი თქმით, მაშინ, როდესაც რეკომენდაციები არსებობს, ტუროპერატორები ასეთ შეთავაზებებს არ გაყიდიან.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს.

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...