მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

0
573

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებას. ამას გარდა, ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტიდან ჩამოცილებაზე გადაწყვეტილება იმიტომ, მიიღეს, რომ მათ სურთ დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს, ისინი ბანკს და აღნიშნულ პროექტს ეფარებიან.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ.

„მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

წინა სტატიაპრეზიდენტს ატამი აქვს დასაკრეფი და არც დრო აქვს და არც სურვილი, დაინტერესდეს ხაზარაძისა და “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე საკითხებით
შემდეგი სტატიაშთანთქავს თუ არა რუსთავი 2 – ს ბერმუდის სამკუთხედი ,,ივანიშვილი – ხალვაში – დვალი” და რა წინააღმდეგობას გასწევს ციხის ოთხკუთხედი, სადაც ოპოზიციონერებს ამწესებენ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური