მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გვაქვს ბიზნესის მეთოდური დევნა"- მარგველაშვილი

“გვაქვს ბიზნესის მეთოდური დევნა”- მარგველაშვილი

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბიზნესმენების დევნად შეაფასა. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს საქმე ხელისუფლებას მძიმე ტვირთად დააწვება. ის აშკარად ხედავს კავშირს ხაზარაძის პოლიტიკურ განაცხადსა და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას შორის. გიორგი მარგველაშვილი ეჭვობს, რომ მიმდინარე პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ხელს შეუშლის.

“ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბიზნესმენის მეთოდურ დევნას. პირველი, რაც არის აქ პრობლემური ის, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბიზნესმენი საქართველოში და მას აქვს ავტორიტეტი სხვა ქვეყნებშიც, მეორე ეს არის ადამიანი, რომელიც ინიციატორი და განმახორციელებელი იყო საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტის და ამ პროექტს რა თქმა უნდა, ბუნებრივია აქედან გამომდინარე, სირთულე ექნება და მესამე – მან თქვა რომ პოლიტიკაში მივდივარ და მას ესაუბრებიან არა პოლიტიკოსები, არამედ პროკურატურა. მიმაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძის საქმე ძალიან მძიმედ დაწვება ამ ეტაპზე ჩვენს ხელისუფლებას,”-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...