მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში 20-21 წლის ბიჭები ჩაცხრილეს

თბილისში 20-21 წლის ბიჭები ჩაცხრილეს

Published on

მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. 20 და 21 წლის ბიჭებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. რა გახდა 2 ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მხოდა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...