მთავარისიახლეებიპოლიტიკასაშტატო ნუსხის დამტკიცებას საკრებულოში ხმაური მოყვა

საშტატო ნუსხის დამტკიცებას საკრებულოში ხმაური მოყვა [Video]

Published on

საკრებულოს სხდომა, სადაც საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი იხილებიდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, საშტატო ნუსხა მერიაში 38-ით მცირდება, რაც მერის თქმით, მიმართულია იქეთკენ, რომ თანხების დაზოგვა მოხდეს. აღნიშნულ საკითხს უარყოფითი შეფასება მისცეს ოპოზიციური პარტიების წევრებმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრის პაატა ადამიას თქმით, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. “ევროიპული საქართველოს” წევრის ბათუკა შელიას თქმით, შემცირება მოხდა ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომლების, ხელფასები კი მოემატება ისეთ შტატებს, რომლებსაც საარჩევნო პროცესებში იყენებენ.მერის გიორგი შენგელიას თქმით, რეორგანიზაციის შედეგად სახელფასო ზრდა 100-დან 300 ლარამდე განისაზღვრება.მისივე თქმით, რეორგანიზაციის პროცესი 2 თეს გასტანს.ცვლილება არ ეხება იმ 13 თანამშრომელს, რომლებიც ხელშეკრულებით არიან აყვანილი.

სიახლეები

ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის

ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრის შემდეგ, საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი გამომცდელ ინსტრუქტორს დანით...

ვენეციის კომისიამ “ოცნების” მიერ მიღებულ კანონებზე კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია აქვეყნებს მოსაზრებას „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ...

ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა თავად გააუქმა

ფინური გამოცემის helsingin sanomat ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა...

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. „სისხლის სამართლის...