მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობა ტყავიდან ძვრება, რომ ასიამოვნოს რუსეთს - რას ნიშნავს ბიუჯეტიდან 600...

საქართველოს მთავრობა ტყავიდან ძვრება, რომ ასიამოვნოს რუსეთს – რას ნიშნავს ბიუჯეტიდან 600 000 ევროს გამოყოფა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების დასაფინანსებლად?

Published on

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა. 

,, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, ეს არის ერთი ავიაკომპანიის სუბსიდირება – აცხადებს ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე – 600 000 ევრო ნიშნავს, რომ დავუშვათ თითო მგზავრზე 100 ევროც რომ იყოს სუბსიდია გამოყოფილი, 6000 ტურისტია. რომელ 6 000 ტურისტზეა საუბარი, როდესაც ამ ფრენების აკრძალვის შემდეგ ალბათ, საქართველოში ვერ შემოვიდოდა, დაახლოებით 300 ათასი ტურისტი. ეს არის თამაში, თავის მოტყუება. – განაცხადა მან რუსთავი ორის ეთერში.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რუსეთისადმი მორიგ მაამებლობას უწოდებს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძეც 

,,ეს არის პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული, ის არ მოქმედებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ივანიშვილის ხუშტური შეასრულოს და როგორც ჩანს, არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული რომ ასიამოვნონ რუსეთს, ამიტომ ნელ-ნელა მეთოდურად ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...