საფრანგეთის ელჩი რუსთავი 2- ის შესახებ: საერთაშორისო თანამეგობრობა მესმე სექტორთან ერთად ცდილობს დაიცვას თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში-

0
484

“რუსთავი 2″ წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს ამ ქვეყანაში” – საფრანგეთის ელჩი “რუსთავი 2”-ის და მისი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

პასკალ მენიე ამბობს, რომ დემოკრატია გრძელვადიანი ბრძოლაა და მის დასაცავად ყველა უნდა გაერთიანდეს. ფრანგ დიპლომატს იმედი აქვს, რომ სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში საფრთხე არ შეექმნება.

„დემოკრატიის მთავარი პრინციპები არის გამჭვირვალე არჩევნები თავისუფალი, პლურალისტული მედია და ნდობა სასამართლოს მიმართ. დემოკრატია გრძელვადიანი ბრძოლაა და ეს არ არის ის, რაც გარანტირებულია. საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება ამას, დემოკრატიისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ და ვფიქრობ საერთაშორისო თანამეგობრობა მესმე სექტორთან ერთად ცდილობს დაიცვას თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში.

„რუსთავი2“ არის პატივსაცემი მედიასაშუალება. ვფიქრობ თუ არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ყალბ ახალ ამბებს, ხელისუფლებისთვის ამის მოსმენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და მათ უნდა გაიგონ ხალხის ხმა და “რუსთავი 2” წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს ამ ქვეყანაში. მე წარმატებას ვუსურვებ “რუსთავი2”-ს და ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს,“-ამბობს პასკალ მენიე.

წინა სტატია,,ჩემთვის მიუღებელია ვინმეს კრიტიკა და ლანძღვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელ პირს იბარებს ჰარდ-თოქში” – ნიკა მელია
შემდეგი სტატიარეორგანიზაციის შედეგად მერიაში 171 ათასი ლარი გამოთავისუფლდება- ზუგდიდის მერის განცხადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური