მთავარისიახლეებისამართალიკონსტიტუციონალისტები მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურებიან

კონსტიტუციონალისტები მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურებიან

Published on

“საქართველოს კონსტიტუციით და კანონით “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” გარანტირებულია პირის უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე, გამოხატოს პროტესტი, მათ შორის გამართოს შეკრება და მანიფესტაცია.

შესაბამისად მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევაა ”- კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე მალხაზ მაჩალიკაშვილისათვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურება. მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე გვქონდა, სარალიძის შემთხვევაში, როცა კარვების დადგმა დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწია. მაშინ ამ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც გამოეხმაურა და იმედია ახლაც მოვისმენთ დროულ გამოხმაურებას.

ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უბიძგებს მაჩალიკაშვილს და გვიბიძგებს ჩვენ, უფლებების დასაცავად კიდევ ერთი “ძიძგილაობა” გავმართოთ პოლიციასთან და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია.”

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ მისცა

ამის მიზეზად სამართალდამცავები ტერიტორიაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ. ისინი ამბობენ, იგეგმება ფილების შეცვლა და მაჩალიკაშვილი კარავს ვერ დადგამს, თუმცა აქციის ჩატარების უფლება აქვს.

უცნობია, როდის იგეგმება სამუშაოები და შეეხება თუ არა ეს იმ ტერიტორიასაც, სადაც უკვე ერთ თვეზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია, სახელწოდებით “სირცხვილია” მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციების გამო აიღო მაჩალიკაშვილმა კარავი პარლამენტის ტერიტორიიდან, თუმცა დღეს ამბობს, რომ კვლავ ბრუნდება, რადგან სახელმწიფოს არ ეგონოს, რომ დანებდა.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...