მთავარისიახლეებიპოლიტიკაEuronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

Euronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

Published on

, Euronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყბს. 1993 წელს საფრანგეთში დაარსებული და ლიონში ბაზირებული პანევროპული ტელევიზიისა და მედია პლატფორმის პარტნიორი საქართველოში კომპანია სილქნეტი იქნება.

დღეს ხელი მოეწერა დამფუძნებელ მემორანდუმს, სილქნეტის მხრიდან ბორდის თავმჯდომარეს, გიორგი რამიშვილსა და Euronews-ის აღმასრულებელ დირექტორს მიხაელ პეტერსს შორის.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროპული ტელევიზია გამოიყენებს ქართული ფრანშაიზის მიერ დამზადებულ ინფორმაციას და ასევე, მის წარმოებულ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების რედაქციის პროდუქტს. წინასწარი ინფორმაციით, ბალანსი ქართული და უცხოურ მედია კონტენტს შორის 80/20-ზე იქნება.

როგორც Euronews-ის დირექტორმა განაცხადა, მათი მხირდან უზრუნველყოფილი იქნება სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობა და სრული სარედაქციო თავისუფლება. ამ პროცესის აღსრულებაზე კი პასუხისმგებელი სარედაქციო საბჭო იქნება, რომელმაც უნდა განსაზღვროს არხის ძირითადი მიმართულებები.

წელს Euronews რამდენიმე ევროპული ქვეყნის ბაზარზე შევიდა, მათ შორის, სერბეთში და ალბანეთში. ამ დროისთვის ტელევიზია 14 ენაში მაუწყებლობს, მათ შორის აფრიკის კონტინენტზეც.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...