მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნიკა გვარამიას, შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება"- არჩილ თალაკვაძე

“ნიკა გვარამიას, შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება”- არჩილ თალაკვაძე

Published on

“რუსთავი 2”-ის საქმეს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი და იურისტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როცა ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეჩერების ღონისძიების გამუქმებასთან დაკავშირებით საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

„რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება. ვინაიდან,  წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება.

“შესაბამისად მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში. როდესაც ეს შუალედური, ანუ დროებითი ზომა მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ადრე, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, ის იმ წუთსავე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა, შესაბამისად მისი გასაჩივრება არ მომხდარა არ ხდება და არ მოხდება ახლაც.

“რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირ გადაწყვეტილების ჩამოსვლა არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვს მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა,”-ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება. “რუსთავი 2”-ის ადვოკატები აპირებენ მიმართონ დიდ პალატას, თუმცა პირველ ეტაპზე აპირებენ საჯარო რეესტრის მიერ 18 ივლის მიღებული აქტები გაასაჩივრონ, რომლის მიხედვითაც მოხდა, როგორც მფლობელის ისე გენერალური დირექტორის ცვლილება. 

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...